მამა თეოდორე: სექსუალური განათლება აუცილებელია, ოღონდ გააჩნია, როგორ მიაწვდი მოზარდს

© photo: Father Theodore Gignadze's sermons / FBმამა თეოდორე გიგნაძე
მამა თეოდორე გიგნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამა თეოდორე (გიგნაძე) ახალგაზრდებში სექსუალური განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს.
მამა თეოდორე: სექსუალური განათლება აუცილებელია, ოღონდ გააჩნია, როგორ მიაწვდი მოზარდს

„პრობლემა ნამდვილად არსებობს, განათლება აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს განათლება როგორ მიეწოდება მოზარდს. ჩვენ ყველას გამოგვივლია თინეიჯერობის ასაკი, ძალიან ცუდია, როცა ამას ვულგარულად, არაჯანსაღად, ქუჩიდან იგებ. ეს ძალიან ამახინჯებს ფსიქიკას“, – ამბობს მამა თეოდორე.

მამა თეოდორე მიიჩნევს, რომ მოზარდებს სექსუალური განათლება სჭირდებათ, თუმცა ეს ძალიან საფრთხილო საკითხია, რადგან არაჯანსაღად მიწოდებულმა ინფორმაციამ, არასწორმა განათლებამ შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0