ამომრჩევლის მოსყიდვა არ ყოფილა – პრემიერი მოსახლეობის საბანკო დავალიანების ჩამოწერაზე

© Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს განუმარტა, თუ რატომ ჩამოეწერა ათასობით მოქალაქეს საბანკო დავალიანება.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს იმ სოციალური პროექტის დეტალები გააცნო, რომლის ფარგლებშიც 600 ათას მოქალაქეს საბანკო დავალიანება ჩამოეჭრა.

მამუკა ბახტაძე: ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა>>>

ხელისუფლებამ აღნიშნული ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს, მას შემდეგ განაცხადა, რაც მათ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა. ოპოზიციამ, თავის მხრივ, მაშინვე განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ამ ფორმით ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: ამ დროისთვის 4 მილიარდ ლარამდე სესხია განულებული

„არანაირი კავშირი ამომრჩევლის მოსყიდვასთან ამას არ აქვს. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მე, როგორც ფინანსთა მინისტრმა, მოვახდინე ამ საკითხის ინიცირება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აგვისტოში განვაცხადე, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობდა 600 ათასზე მეტი ადამიანი, რადგან ისინი „შავ სიაში" იყვნენ. ეს პროგრამა იყო ძალიან წარმატებული", – განაცხადა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამართული დებატების დროს.

10 დეკემბრიდან 15 იანვრის პერიოდში სესხები გაუნულდათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სესხი აქციის დაწყებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე ჰქონდათ აღებული, ერთხელაც არ გადაუხდიათ საპროცენტო დავალიანება და რომელთა სესხის ძირითადი თანხა ჯარიმებისა და პროცენტების გარეშე 2 ათას ლარს აღემატებოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, აქცია იმ ადამიანებს შეეხოთ, რომლებიც თავად ვერასდროს შეძლებდნენ სესხის დაფარვას.

სესხების დაფარვა საკუთარ თავზე „ქართუ ბანკმა" აიღო, რომლის დამფუძნებელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0