სამსახურით უკმაყოფილოებს საქართველოში პეტიციაზე ხელმოწერას სთავაზობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliმუშა მშენებლობაზე
მუშა მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „სოლიდარობის ქსელმა“ საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები შეიმუშავა და მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვებას აპირებს

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი" დააანონსა იმ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება, რომლებიც არ არიან კმაყოფილები თავისი შრომის პირობებით და მათი გაუმჯობესება სურთ.

არანაირი დისკრიმინაცია: საქართველოში შრომის კოდექსის გაუმჯობესებას გეგმავენ >>

პროფკავშირმა საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები შეიმუშავა და ვარაუდობს, რომ პარლამენტი უახლოეს დროს მათ განხილვას შეუდგება.

„ხელმოწერებს ვაგროვებთ იმისთვის, რათა ვაჩვენოთ მთავრობას ამ განხილვებზე, რომ რეალურად ბევრი ადამიანი უჭერს ამ ცვლილებებს მხარს. სხვანაირად ამ ადამიანების ჩართვა აღნიშნულ პროცესში შეუძლებელია. ის ადამიანები, რომელთა გამოც გამოვდივართ ქუჩაში და საპროტესტო აქციებს ვმართავთ, ვერ გვიერთდებიან იმის გამო, რომ სულ მუშაობენ“, - განაცხადა „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელმა ნინო ჩარკვიანმა.

პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება პროფკავშირის ოფისში პარასკევს 17:00 საათზე დაიწყება.

ორსული - Sputnik საქართველო
საქართველოში ორსულების უფლებები გაუმჯობესდება

„შრომის კოდექსში ერთი კანონი 40- საათიან სამუშაო კვირას გვიწესებს, მაგრამ მეორე ასევე კანონი გვეუბნება, რომ თითქმის ყველა სამუშაო ადგილი შეიძლება იყოს სპეციფიური და იქ შეიძლება არსებობდეს 48 საათიანი სამუშაო კვირა“, - აღნიშნა ჩარკვიანმა.

მისი თქმით, მოქალაქეთა შრომის პირობების შემოწმების მიზნით პროფკავშირი სხვადასხვა დაწესებულებებში შრომის ინსპექციის დაშვებას მოითხოვს. ამის გარეშე დასაქმებულების უფლებების დაცვა შეუძლებელია.

საქართველოს შრომის კოდექსში არსებითი ცვლილებები 2013 წელს შევიდა. მაშინვე ჩამოყალიბდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, თუმცა მას საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილება გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0