თბილისში ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გამოჩნდა

© Sputnik / Alex Shlamovამობრუნებული ავტომობილის ინსტალაცია თბილისში
ამობრუნებული ავტომობილის ინსტალაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინსტალაციები თბილისის ცენტრალურ ქუჩებზეა დამონტაჟებული. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის ქუჩებში რკინის ძელებზე შემდგარი ამობრუნებული ავტომობილები გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

© Sputnik / Alex Shlamovამობრუნებული ავტომობილის ინსტალაცია თბილისში
თბილისში ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გამოჩნდა - Sputnik საქართველო
ამობრუნებული ავტომობილის ინსტალაცია თბილისში

ინსტალაციები დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეა დამონტაჟებული. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

© Sputnik / Alex Shlamovამობრუნებული ავტომობილის ინსტალაცია თბილისში
თბილისში ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გამოჩნდა - Sputnik საქართველო
ამობრუნებული ავტომობილის ინსტალაცია თბილისში

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ინსტალაციები ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის აქციის ნაწილია, რომლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საზოგადოების აზრით, ასეთ ინსტალაციებს დგამდნენ იმ ადგილებში, სადაც მძიმე ავტოავარიები მოხდა. მსგავსი ინსტალაციები მრავლად არის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

© Sputnik / Alex Shlamovამობრუნებული ავტომობილის ინსტალაცია თბილისში
თბილისში ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გამოჩნდა - Sputnik საქართველო
ამობრუნებული ავტომობილის ინსტალაცია თბილისში

„ბუნებრივია, ნებისმიერი ტიპის მსგავსი აქტივობა ქალაქ თბილისის მერიასთან არის შეთანხმებული. ეს არის ერთ-ერთი კომპანიის მიერ განხორციელებული ინსტალაციები და თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თავად გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით განცხადებას", – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

ყველა ახალი ამბავი
0