Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მის საქართველო 2011“ თხოვდება

© photo: courtesy of Janette Kerdikoshviliჟანეტ ქერდიყოშვილი
ჟანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
28 წლის ქართველმა ლამაზმანმა თავისი ხელმომწერები კარგი ამბით გაახარა

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელი, მოდელი ჟანეტ ქერდიყოშვილი და ტელეარხ „იმედის“ პროდიუსერი და წამყვანი ნოე სულაბერიძე დანიშნულები არიან.

View this post on Instagram

🤵🏻💍👰🏻

A post shared by Janeta Ker (@janeta_ker) on

ამის შესახებ ჟანეტმა დაწერა თავის Instagram-ში და ატვირთა ფოტო ნიშნობის სმაილებით. ფოტომ უკვე ორი ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა. მომხმარებლები წყვილს ნიშნობას ულოცავენ და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას უსურვებენ.

ჟანეტისთვის ეს პირველი ქორწინება იქნება, ხოლო ნოე სულაბერიძე ორჯერ იყო დაქორწინებული. მეორე მეუღლეს, ტელეწამყვან ეკა სამხარაძეს ის 2014 წელს დაშორდა. სულაბერიძეს ორივე ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟანეტი 18 წლის ასაკში გათხოვდა, მაგრამ ის ამას უარყოფდა - სილამაზის კონკურს „მის საქართველოს“ წესდებით კონკურსში გათხოვილი ქალბატონების მონაწილეობა არ დაიშვება.

ჟანეტ ქერდიყოშვილი 1991 წლის 29 ნოემბერს დაიბადა თბილისში. "მის საქართველო 2011"-ის ტიტული 19 წლისამ მიიღო. მუშაობდა ჟურნალისტად, მოდელად ჟურნალ Vogue-ში უკრაინაში, ასევე იყო წამყვანი ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გადაცემისა „მის საქართველო 2015"-ის კონკურსის დღიურები". ბოლო დროს ცხოვრობდა მილანში, სადაც მოდისა და დიზაინის კერძო იტალიურ სკოლა Istituto Marangoni-ში მოდისა და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა.

ყველა ახალი ამბავი
0