ეკო-განვითარება პატარებისთვის: რატომ უნდა ვუყიდოთ ბავშვს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები

© photo: courtesy of Mariam Kazarashviliხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები
ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ დღეს შვილისთვის პლასტმასის სათამაშო შეიძინა და მიხვდა, რამხელა საფრთხეს უქმნიდა ბავშვის ჯანმრთელობას. ამიტომ მეგობარს დაუკავშირდა და შესანიშნავი სტარტაპიც წამოიწყო...

ბავშვისთვის სათამაშოს შეძენა, ერთი შეხედვით, იოლი საქმეა — ბაზარი სავსეა პროდუქციით.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სათამაშო განმავითარებელიც უნდა იყოს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოც, მისი შერჩევა საკმაოდ რთულდება.

ბოლო პერიოდში ხის ხელნაკეთი სათამაშოები სულ უფრო პოპულარული ხდება. ექვსი თვეა, რაც  მარიამ ყაზარაშვილმა და ნატო ლომიძემ  ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების დამზადება დაიწყეს. ორი მეგობრის სტარტაპი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. Sputnik-საქართველო მარიამ ყაზარაშვილს ესაუბრა.

© photo: courtesy of Mariam Kazarashviliმარიამ ყაზარაშვილი და ნატო ლომიძე
ეკო-განვითარება პატარებისთვის: რატომ უნდა ვუყიდოთ ბავშვს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები - Sputnik საქართველო
მარიამ ყაზარაშვილი და ნატო ლომიძე

—  ეს განსხვავებული პროფესიის ადამიანები ხის ხელნაკეთი სათამაშოებით რატომ დაინტერესდით?

— განსხვავებული პროფესიები კი გვაქვს - მე ჟურნალისტი ვარ, ნატო - ფარმაცევტი, მაგრამ ორივე სარეკლამო კომპანია „ფლექსმედიაში“ ვმუშაობთ და ორივეს ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებთ. 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს, როცა ჩემს შვილს პლასტმასის სათამაშოები ვუყიდე, მივხვდი, როგორ მეთანაღრებდა გული. მოგეხსენებათ, რაოდენ საშიშია უხარისხო პლასტმასის სათამაშოები ბავშვისთვის, რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია. სწორედ გამიჩნდა იდეა, მე თვითონ დამეწყო ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების დამზადება, რომლებიც უსაფრთხო იქნებოდა ბავშვებისთვის.

© photo: courtesy of Mariam Kazarashviliხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები
ეკო-განვითარება პატარებისთვის: რატომ უნდა ვუყიდოთ ბავშვს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები - Sputnik საქართველო
ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები

იდეა ნატოს გავუზიარე. მასაც ჰყავს ორი პატარა და ძალიან მოეწონა ეს აზრი. ასე დაიწყო ჩვენი ბიზნესი. დღეს გვაქვს ფეისბუქ-გვერდი „ეკო-განვითარება“, სადაც მომხმარებლებს ჩვენი ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეუძლიათ. 

—  წარმატების მისაღწევად რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორი, ვისთან ერთადაც ქმნით პროდუქციას?

—  რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. პარტნიორი უნდა მოგყვებოდეს, ესმოდეს შენი და იზიარებდეს შენს აზრებს. ჩვენ ერთმანეთის აზრს დიდ პატივს ვცემთ.

—  ხშირად კამათობთ დეტალებზე თუ ადვილად თანხმდებით?

—  კი, ხშირად ვკამათობთ, თუმცა მალევე ვთანხმდებით. ამის გარეშე არაფერი გამოვა. ჯანსაღი კამათი საჭიროა ყველა საქმეში.

© photo: courtesy of Mariam Kazarashviliხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო
ეკო-განვითარება პატარებისთვის: რატომ უნდა ვუყიდოთ ბავშვს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები - Sputnik საქართველო
ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო

—  რა ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი თქვენი პროდუქცია?

—   ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია ერთი წლიდან ცხრა წლამდე ასაკის ბავშებისთვის. მთავარია, სწორად შეარჩიოთ სათამაშო, რათა პატარა არა მხოლოდ გაერთოს, არამედ კიდეც განვითარედეს ასაკის შესაბამისად.  

—  რამდენად ინტერესდებიან ქართველი მშობლები ხის სათამაშოებით, როცა ბაზარზე ბევრად იაფიანი მასალით შექმნილი სათამაშოები იყიდება?

—  ინტერესი დღითი დღე იზრდება. მშობლები აცნობიერებენ ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების უპირატესობას და ჩვენც ვცდილობთ, ჩვენი პროდუქცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.

© photo: courtesy of Mariam Kazarashviliხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო
ეკო-განვითარება პატარებისთვის: რატომ უნდა ვუყიდოთ ბავშვს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები - Sputnik საქართველო
ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო

—  თვითონ ხის მასალებს შორის თუა განსხვავება?

—  რა თქმა უნდა, განსხვავება არის — ყველა ხეს სხვადასხვა თვისება გააჩნია. მაგრამ საერთო ის აქვთ, რომ ხე  უსაფრთხო მასალაა და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.

—   ანუ, სათამაშოს დამზადებისას ქიმიური ნივთიერებებს,  საღებავებს არ იყენებთ?

—  არავითარ შემთხვევაში. ჩვენთვის მუღებელია ქიმიური ნივთიერებები. სათამაშოებს ხელით ვღებავთ და ასევე პრინტერითაც, რომელიც ბეჭდავს ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით.

© photo: courtesy of Mariam Kazarashviliხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო
ეკო-განვითარება პატარებისთვის: რატომ უნდა ვუყიდოთ ბავშვს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები - Sputnik საქართველო
ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო

—  სათამაშოების გარდა, ხისგან კიდევ რა ნივთებს ქმნით?

—  ვამზადებთ ხის აქსესუარებს, სამზარეულოს, სახლის დეკორაციებს, სადღესასწაულო ნივთებს. და, რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, სათამაშოების მსგავსად, ეკოლოგიურად სუფთაა.

—  რა ზიანი შეიძლება მიაყენოს არაჯანსაღმა მასალამ ბავშვის ჯანმრთელობას?

—  დღეს უკვე ბევრი საუბრობს ამ თემაზე. არაჯანსაღ მასალას შეუძლია სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ თავი ავარიდოთ მათ.

© photo: courtesy of Mariam Kazarashviliხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო
ეკო-განვითარება პატარებისთვის: რატომ უნდა ვუყიდოთ ბავშვს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები - Sputnik საქართველო
ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო

—  სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

—  გვინდა ქართველმა ხალმა უფრო გაგვიცნოს და ჩვენც ვეცდებით ახალი იდეებით წარვსდგეთ მათ წინაშე. გვინდა გავხსნათ საკუთარი მაღაზია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

წაიკითხეთ აქ: რეზინის სათამაშოები აბაზანაში: მეცნიერებისა და მთავრობის საგანგაშო გაფრთხილება მშობლებს

 

ყველა ახალი ამბავი
0