თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. სოფელ ლაითურთან შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უწყების ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები.
გარდა ამისა, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.