ბეღელი ცარიელია, რუსეთში მოსავლის შემცირებას ელიან - გაძვირდება თუ არა პური საქართველოში

© photo: Sputnik / Rukhyan / გადასვლა მედიაბანკშილავაში
ლავაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველოს ხორბლის ერთი ძირითადი მომწოდებელი ჰყავს, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან ადგილობრივი წარმოება თანდათანობით იზრდება

საქართველოში დაიწყეს ხორბლის ალტერნატიული მომწოდებლის მოძიება, რათა როგორც ხარისხის, ისე ფასის უცვლელობა გარანტირებული იყოს.

ბოლო სამი წელიწადი საქართველოს ხორბლის 90%-ს რუსეთიდან შემოაქვს და ამ პროდუქტის ერთი ტონა დაახლოებით 244 დოლარი უჯდება.

იმის გამო, რომ რუსეთში წელს მარცვლეულის მოსავლის 16%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, მასზე ფასები აიწევა, რაც საქართველოზე არ შეიძლება არ აისახოს,  განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ „აისეთის“ (ISET) კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის სპეციალისტმა სალომე დეისაძემ.

სიგარეტი მაღაზიის ვიტრინაში - Sputnik საქართველო
საქართველოში სიგარეტის შემდეგ, შესაძლოა გასახვევი თამბაქოც გაძვირდეს

„ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას თქმით, წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსული ხორბალი უფრო იაფი იყო. მაგრამ საჭიროა ამ ყველაფრის დივერსიფიკაცია. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ხორბლის შემოტანა ერთი ქვეყნიდან ხდება, ეს არც ისე კარგია“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სილაგავამ.

ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით „ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ ყაზახ და უკრაინელ პოტენციურ მომწოდებლებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ჩვენ გვაქვს ძველი კავშირები ყაზახურ და უკრაინულ კომპანიებთან, სულ კავშირზე ვართ. გვაქვს რაღაც გეგმები და როდესაც გვექნება მისაღები პირობები, მოწოდებას აღვადგენთ. დაახლოებით 5-6 წლის წინ ყაზახეთის მთავრობამ ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირება მოახდინა. მაშინ ძალიან კარგად ვთანამშრომლობდით ყაზახ მომწოდებლებთან“, - აღნიშნა სილაგავამ.

საქართველოში პედაგოგების ხელფასი შეიძლება სამჯერ გაიზარდოს >>

მისი თქმით, საქართველოში ხორბლის მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია, ყველა ადგილობრივი ბეღელი ცარიელია.

„2008 წლის მსოფლიო კრიზისის შემდეგ გაეროს აგრარულმა კომიტეტმა მისცა რეკომენდაცია ქვეყნებს იქონიონ ხორბლის ორთვიანი მარაგი, რათა მსოფლიო ბაზრებზე ფასთა ცვლილებებთან დაკავშირებული რისკებისგან თავი დაიცვან“, - განაცხადა სილაგავამ.

კარის დამამზადებელი ქარხანა - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2018 წელს პროგნოზზე დაბალია

საქართველოში ამ მარაგების შევსება ძალიან რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ მარცვლეული საქართველოში ძირითადად სახმელეთო გზით შემოაქვთ, ხოლო რუსულ-ქართულ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ზემო ლარსის“ გამტარუნარიანობა არც ისე დიდია.

სილაგავა დარწმუნებულია, რომ 2018 წლის დეკემბერში პურის 5-10 თეთრით გაძვირება სწორედ მარაგების არარსებობის გამო მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფასების შენარჩუნება კიდევ რამდენიმე თვე იქნებოდა შესაძლებელი.

ამასთან, პურის გაძვირების მიზეზად ხელისუფლებამ არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დაასახელა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს უმოკლეს ვადებში ვითარების გარკვევა დაავალა.

საქართველოში ფული კვლავ იაფდება – ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა >>

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი, ის არ დასრულებულა. მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, მიღებული შედეგები გამოქვეყნდება. მონიტორინგის პროცესი ვადებში შეზღუდული არ არის, ეს არის შესაბამისი ბაზრის უწყვეტი შეფასება“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ხატია წიკლაურმა.

ალტერნატიული თვალსაზრისი

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში პური არ გაძვირდება.

„ვადასტურებ, რომ საქართველოში პური უახლოეს მომავალში არ გაძვირდება. რუსეთში პროგნოზირებენ, რომ ხორბლის მოსავალი შემცირდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან პური გაძვირდება. სურათს ნათელი მას შემდეგ მოეფინება, რაც ქვეყნებში მოსავლის აღება დაიწყება. ფქვილი 1-2 ლარითაც რომ გაძვირდეს, ეს პურის ფასზე არ აისახება“, - განუცხადა დოლიძემ „Sputnik-საქართველოს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლო წლებში ხორბლის წარმოება კვლავ პოპულარული ხდება.

„მაგალითად, შარშან სოფელ იორმუღანლოში მარცვლის მოსავალმა 230 ათასი ტონა შეადგინა. წელს მოსალოდნელია 300 ათასამდე ტონა მოსავლის აღება. ასეთი რამ საქართველოში დიდი ხანია, არ მომხდარა. ადგილობრივი წარმოების მატება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დოლიძემ.

გაზპრომი - Sputnik საქართველო
საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტზე „გაზპრომთან" მოლაპარაკებები დაასრულა

საქართველოში ხორბლის წარმოების მხოლოდ 2017 წლის ოფიციალური სტატისტიკა არსებობს. „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, ორი წლის წინ ხორბლის მოსავალმა 97,9 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 80 ათას ტონაზე მეტი კახეთის რეგიონში მოვიდა.

© Sputnik / Konstantin Ivanovსაქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა
ბეღელი ცარიელია, რუსეთში მოსავლის შემცირებას ელიან - გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა
ყველა ახალი ამბავი
0