ძალადობა ტურისტებზე: ბათუმში ხუთი პირი დააკავეს

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეჭვმიტანილი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
მილიონობით ლარის თაღლითურად გამოძალვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

დაკავებულთა ასაკი 25-დან 35 წლამდეა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ბათუმში მდებარე ორ კლუბში მოკვლით და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სისტემატურად სთხოვდნენ არარსებული მენიუს საფასურს და შეუსაბამოდ დიდ თანხას ახდევინებდნენ", – აღნიშნულია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაცით, ბრალდებულებმა რვა ტურისტს 2 100 ევრო, 5 123 ლარი და 10 800 თურქული ლირა გამოსძალეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0