მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტარიელ ონიანი 9 აპრილს თავისუფლდება: რომელ ქვეყანაში ჩავა „კანონიერი ქურდი"

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიკრიმინალური ავტორიტეტი
კრიმინალური ავტორიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი თურქეთში იცხოვრებს.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი (მულუხოვი) კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ თურქეთში აპირებს ცხოვრებას, განაცხადა მსჯავრდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ბიზნესწილებს „კანონიერი ქურდები" ანაწილებენ: დაკავებულია სამი პირი>>>

ონიანს, რომელსაც მასმედია პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიებს, 2010 წელს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 10 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა შეუფარდა, მოგვიანებით სასჯელის ზომა ორი თვით შეუმცირდა.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
საბერძნეთში დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე იდენტიფიცირებულია

„ტარიელ ონიანმა რუსეთში სასჯელი მოიხადა და გიდასტურებთ, რომ თურქეთში, სტამბულში დღეს ჩადის. რუსეთის ფედერაციამ შეზღუდვები დაუწესა არა მარტო მას, არამედ, ზოგადად, „კანონიერ ქურდებს". ჩემი ინფორმაციით, ჯერჯერობით თურქეთში აპირებს ცხოვრებას. ის საქართველოს მოქალაქე არ არის", – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ორენბურგის ოლქის სოლ-ილეცკის სასამართლოს დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მულუხოვი მოქალაქეობის არმქონე პირია და, იუსტიციის სამინისტროს განკარგულებით, გათავისუფლების შემდეგ მისი რუსეთში დაბრუნება მიჩნეულია არასასურველად. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ონიანის პატიმრობის ვადა 9 აპრილს იწურება.

„ლავასოღლი" ციხეში რჩება – სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა>>>

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 1980-იან წლებში ონიანი მოსკოვში ყველაზე ავტორიტეტულ „კანონიერ ქურდად" ითვლებოდა. დიდი ხნის განმავლობაში იგი ცხოვრობდა ევროპაში, მათ შორის ესპანეთში, შემდეგ კი კვლავ რუსეთში დაბრუნდა. მასმედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ონიანი კრიმინალურ ავტორიტეტებზე ვიაჩესლავ ივანკოვსა ( „იაპონჩიკი") და ასლან უსოიანზე, იგივე „დედ ჰასანზე" თავდასხმებთან შეიძლება იყოს კავშირში.

 

ყველა ახალი ამბავი
0