თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.