დიღმის მასივში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. თბილისში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ თვითმხილველმა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია 21 წლის მამაკაცი, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია და მას სხეულის 35%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული. ასევე დაშავებულია 7 თვის ბავშვი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი ორი დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

წინასწარი ინფორმაციით, ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, ცარიელი იყო. მეზობლების განცხადებით, ბინა ახლახან გაქირავდა. აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია ფასადის კედელი, ჩამსხვრეულია ფანჯრების მინები.

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

შემთხვევის შესახებ განცხადება გაავრცელა „ყაზტრანსგაზმაც“. კომპანიაში აცხადებენ, რომ აალების მიზეზი სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0