სამტრედიაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

CC0 / Pixabay / stevepb / ნარკოტიკები
ნარკოტიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 7  აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა  სამტრედიის რაიონში  ნარკოდანაშაულისთვის 1979 წელს დაბადებული ზ.ღ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზ.ღ. სოფელ საჯავახოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 15 აბი და რამდენიმე ნატეხი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0