გახარიამ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პირობა მისცა

© photo : courtesy of Ministry of Internal Affaers of Georgiaდაცვის პოლიციის მანქანა
დაცვის პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრი დაცვის პოლიციის ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. შსს გააგრძელებს მუშაობას დაცვის პოლიციის თანამშრომლების ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით, განაცხადა გიორგი გახარიამ.

შაბათს გახარია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ესტუმრა. ის გაეცნო სამომავლო გეგმებს, სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს და სტრუქტურის თანამშრომლებს შეხვდა.

„2018 წელს აქ გვქონდა ხელფასის მცირეოდენი ზრდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და პროცესი უნდა გაგრძელდეს, რამეთუ თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს სოციალურად დაცული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იანვრის დასაწყისში დაცვის პოლიციის დაახლოებით 5200 თანამშრომელს ხელფასი 125 ლარით გაუზარდეს და ახლა ის 625 ლარს შეადგენს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს მმართველობით სისტემაში ცვლილებები მოხდება

„ჩვენ დავაფიქსირეთ 2018 წელს ჩატარებული შრომის შედეგები, ვნახეთ რა მოხდა შინაარსობრივ თუ ინფრასტრუქტურულ ნაწილში და განვიხილეთ ის გეგმები, რომელიც დაცვის პოლიციას მისცემს საშუალებას ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ქვედანაყოფად“, - აღნიშნა გახარიამ.

დაცვის პოლიციის „ცხელი ხაზის“ ბაზაზე შეიქმნა ქოლ-ცენტრი და სწრაფი რეაგირების პულტი, თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს.

მონაცემთა დამუშავების ცენტრში, რომელიც განგაშის სიგნალის მიღებას და მასზე ოპერატიულ რეაგირებას უზრუნველყოფს, ახალი აპარატურა დამონტაჟდა.

საქართველოში დანაშაული კვლავ იზრდება - გამოქვეყნდა შსს-ს სტატისტიკა >>

დაცვის პოლიციის დეპარტამენტში არსებული სერვერი დატვირთვას ვერ უძლებდა, რაც ობიექტებიდან სიგნალის მიღების შეფერხებას იწვევდა. აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის პოლიციის სამმართველოებში დამონტაჟდა ახალი სადისპეტჩერო სადგურები და სერვერი, განახლდა პროგრამული უზრუნველყოფა და კომპიუტერული აპარატურა.

Грузия назвала главные террористические угрозы

გიორგი გახარიამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა. როგორც დაგეგმილია, „ფორდ ტრანზიტის” მარკის დაჯავშნული 15 ავტომანქანა, 50 სედანის ტიპის და 10 მაღალი გამავლობის ავტომობილი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება.

დაცვის პოლიცია შსს-ს ერთ-ერთი უმსხვილესი ქვედანაყოფია.

დაცვის პოლიციის თანამშრომლები იცავენ დაახლეობით 100 ათას ობიექტს, მათ შორის ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორიცაა საერთაშორისო აეროპორტები, ეროვნული საცავები, დიპლომატიური მისიები და სარკინიგზო მაგისტრალები.

ყველა ახალი ამბავი
0