ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებისთვის რეგულაციის მოხსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მათ ვინც მძიმე ნარკოტიკების ჩანაცვლების მიზნით ექიმის დანიშნულებით მოიხმარენ კონკრეტულ მედიკამენტებს - მარიხუანას, მეტადონსა და სუბოქსინს, არ შეეხოთ რეგულაცია.

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციასთან ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის და ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტების აქცია გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

2019 წლის 1 აპრილიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნულ რეგულაციაში არ არიან გათვალისწინებული ჩანაცვლების თერაპიის მქონე პაციენტები. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციები პროგრამის მიზანს ეწინააღმდეგება, რომელიც ნარკოტიკის მომხმარებლების საზოგადოებაში რესოციალიზაციას გულისხმობს.

ავტომობილების მოძრაობა სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ხვალიდან დასჯადი ხდება

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, მათ ვინც მძიმე ნარკოტიკების ჩანაცვლების მიზნით ექიმის დანიშნულებით მოიხმარენ კონკრეტულ მედიკამენტებს - მარიხუანას, მეტადონსა და სუბოქსინს, არ შეეხოთ რეგულაცია.

„პირველი აპრილიდან შესული რეგულაციით, ჩანაცვლების თერაპიის მქონე პაციენტები ვდგებით რისკის ქვეშ, რომ ჩამოგვერთვას მართვის უფლებები. ჩვენ ყოველ დღე ვიღებთ ამ მედიკამენტებს, ჩვენ ვისაც უკვე ექიმისგან განსაზღვრული დოზა გვაქვს, არანაირი ეიფორია აღარ გვაქვს და ჩანაცვლების თერაპია იმიტომ ჰქვია, რომ ვანაცვლებთ იმ მძიმე ნარკოტიკებს, რომლებსაც მანამდე მოვიხმარდით“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, ისინი ამ ეტაპზე იღებენ მეტადონს და სუბოქსინს და მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა დაეკისროთ არანაირი სასჯელი. ხოლო თუ ამოვა სხვა ნარკოტიკული საშუალება, მზად არიან აგონ შესაბამისი პასუხი.

დეპარტამენტი აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება.

ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა.

ცვლილების თანახმად, დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

 

ყველა ახალი ამბავი
0