თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისში მდებარე საძოვარზე სამი ძროხის მოპარვა სცადა, თუმცა, იგი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. სამართალდამცველებმა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნეს.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.