არეშიძე: ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო დღეები მაქვს გატარებული
„ჩემს ბავშვობაში არ იყო ინტერნეტი და კომპიუტერი, ამიტომ უფრო მეტი კომუნიკაცია მქონდა ბავშვებთან. ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო დღეები მაქვს გატარებული. ხშირად გვყავდა ხოლმე სტუმრები, მღეროდნენ, მხიარულობდნენ... მოკლედ ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა“, ამბობს არეშიძე.
არეშიძის თქმით, მის ცხოვრებაზე, კარიერაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა დედამ და ის მისთვის მაგალითად იქცა. სურს თავადაც ისეთი დედა იყოს, როგორიც დედამისია.