თბილისში მრავალპროფილური კლინიკა Jerarsi გაიხსნა

გამოწერა
მრავალპროფილური კლინიკა უმეტესად აქცენტირებული იქნება კარდიოლოგიასა და გულის ქირურგიაზე როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ სამედიცინო სერვისების მიწოდების კუთხით რეგიონულ ცენტრად იქცეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისში ახალი კლინიკის გახსნის ცერემონიაზე.

თბილისში მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა>>>

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად თემქაზე ახალი კლინიკა Jerarsi გახსნა, რომლის მშენებლობაში ინვესტირებულია 40 მლნ ლარზე მეტი.

© Government of Georgiaახალი სამედიცინო კლინიკა Jerarsi
თბილისში მრავალპროფილური კლინიკა Jerarsi გაიხსნა - Sputnik საქართველო
ახალი სამედიცინო კლინიკა Jerarsi

ბახტაძის სიტყვებით, აღნიშნული კლინიკის გახსნა მიანიშნებს იმაზე, რომ ინვესტორებს სწამთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის და იმ პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს.

„ადამიანი და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი. სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებამ გამოიწვია ის, რომ ეს სფერო საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო გახდა. მიხარია, რომ თბილისში და საქართველოს რეგიონებში კერძო სექტორი მსგავს კლინიკებს ავითარებს. ამასთან ერთად ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ჩამოვყალიბდეთ რეგიონულ ცენტრად სამედიცინო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით“, – განაცხადა ბახტაძემ.

გოგონა წყლის სმისას - Sputnik საქართველო
ეკოლოგიური კატასტროფა გრძელდება: წყლის უკმარისობას ასობით ათასი ადამიანი ეწირება

ბახტაძის სიტყვებით, მომავალი წლების განმავლობაში მთავრობის მთავარი პრიორიტეტი გახდება ის, რომ საქართველომ შეძლოს მეტი სამედიცინო სერვისის მიწოდება უცხოელი სტუმრებისთვის.

„მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში უნდა შევქმნათ პოტენციალი, რომ სამედიცინო სერვისების ექსპორტის თვალსაზრისით ნახევარმილიარდიანი ახალი სექტორი შეიქმნას", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კლინიკა Jerarsi დაპროექტებულია გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების მიერ. აშენებულია 12 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოების და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. კლინიკაში განთავსებულია ათი საოპერაციო, კათეტერიზაციის ორი ლაბორატორია და 208 საწოლი.

© Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე და დავით სერგეენკო კლინიკა Jerarsi-ში
თბილისში მრავალპროფილური კლინიკა Jerarsi გაიხსნა - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე და დავით სერგეენკო კლინიკა Jerarsi-ში

„ეს იქნება არა ელიტური, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი კლინიკა, სადაც დროული და ადრეული დიაგნოსტიკის, გართულებების თავიდან აცილების ხარჯზე იქნება ხარჯეფექტური და ხარისხიანი მკურნალობა", – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მრავალპროფილური კლინიკა ძირითადად აქცენტირებული იქნება კარდიოლოგიასა და გულის ქირურგიაზე როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0