თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. მუსიკალური კონკურსი „რანინას" მონაწილე გიორგი როსტიაშვილმა ჟიურის წევრები აატირა და თვითონაც ატირდა.
მომღერალ სოფო ტოროშელიძესთან დუეტში 12 წლის გიორგიმ შეასრულა სიმღერა The Hills are Alive მიუზიკლიდან „მუსიკის ჰანგები".
გიორგიმ ისე ლამაზად, კრისტალურად სუფთად იმღერა, რომ ჟიურის წევრებმა – კომპოზიტორმა დათო ევგენიძემ და შემსრულებელმა Salio-მ ცრემლი ვერ შეიკავეს.
რვა წლის ქართველმა გოგონამ რუსული „Голос. Дети“-ს ჟიური აღაფრთოვანა>>
სიმღერის ბოლოს თავად როსტიაშვილიც ატირდა. მისი თქმით, ასე დარბაზში მსმენელის რეაქციამ იმოქმედა. „ანგელოზის ხმა", „ოქროს ბიჭუნა", „ბრავო!" – ასეთი სიტყვებით ამკობენ როსტიაშვილს სოციალურ ქსელში.
გიორგი როსტიაშვილი კახეთიდანაა, საგარეჯოს რაიონიდან. მუსიკის სამყაროში ბიჭუნას კერპია მაიკლ ჯექსონი. რეპეტიციებსა და შოუზე გამოსვლისთვის ის რაიონიდან ჩამოდის და შემდეგ უკან ბრუნდება. როსტიაშვილის თქმით, როდესაც სცენაზე მღერის, მასზე ძლიერ მოქმედებს მსმენელის უყურადღებობა. ამას გარდა, ბიჭუნა ძალიან განიცდის, რომ მისი ხმა მუტაციის პერიოდში ძლიერ შეიცვალა.
საბავშვო შოუ-კონკურსი „რანინას" მეორე სეზონის დაწყების შესახებ პირველმა არხმა 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა. სიმღერის კონკურსის ფარგლებში ბავშვები სამი თვის განმავლობაში დიდ სცენაზე ცოცხლად მღერიან. კონკურსის გამარჯვებული საქართველოს პოლონეთში საბავშვო ევროვიზიაზე" წარადგენს.