თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მარტში შემოწირულობის სახით დაახლოებით 1,1 მილიონი ლარი მიიღო, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მასალებში.
შემოწირულობების პიკი თვის ბოლოს იყო. თანხის უმეტესი ნაწილი მმართველმა პარტიამ ბიზნესმენებისგან მიიღო. თავისი წვლილი „ქართული ოცნების" ყულაბაში შეიტანა პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა – მან პარტიას 50 ათასი ლარი გადაურიცხა.
დანარჩენმა საპარლამენტო პარტიებმა ბევრად ნაკლები შემოწირულობა მიიღეს. მაგალითად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 19,7 ათას ლაზე მეტი, პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 820 ლარი, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ანგარიშზე მარტში არც ერთი თეთრი არ გადარიცხულა.
პარტიები ვალდებული არიან აუდიტის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს საკუთარი შემოსავლების ანგარიშები, მათ შორის, შემოწირულობები წარუდგინონ. ფიზიკური პირისგან შემოწირულობის ოდენობამ წელიწადში 60 ათას ლარს არ უნდა გადააჭარბოს, იურიდიული პირისგან კი 120 ათას ლარს.