2022 წლამდე ბუნებრივ აირს საქართველოს 217 დასახლებულ პუნქტში გაიყვანენ

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სამი წლის შემდეგ გაზიფიკაციის დონე 85%-ს მიაღწევს

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციის თანახმად, 2019-2022 წლებში ბუნებრივი აირით 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბუნებრივი აირით სარგებლობას 1,2 მილიონზე მეტი აბონენტი შეძლებს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის გაზიფიკაციის დონე 85%-ს შეადგენს, აღნიშნა პრემიერმა.

გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოს ხუთი სოფლის გაზიფიცირება დასრულდა

განსახორციელებელ სამუშაოებზე ინვესტიციები 210 მილიონ ლარს შეადგენს.

„აღნიშნული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, როდესაც 85 პროცენტიან ნიშნულს მივაღწევთ, საქართველო გაზიფიცირების თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამჟამად საქართველოში როგორც ბუნებრივი აირის, ისე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ძირითადი მომწოდებელი არის კომპანია SOCAR-ი. კომპანიის შვილობილი კომპანიები ქვეყანაში ახორციელებენ გაზგამანაწილებელი სისტემების გაფართოებას და მოდერნიზაციას, SOCAR-ის ბრენდის ქვეშ ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას, ასევე ყულევის პორტში ფლობენ ნავთობის ტერმინალს, საიდანაც მსოფლიო ბაზრებზე აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა ხდება.

SOCAR Georgia Gas-მა 2008 წლიდან საქართველოში 290 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და 250 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდინა. SOCAR-ი საქართველოს მასშტაბით 590 ათას აბონენტს ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0