ბესელიას და კვაჭანტირაძეს სამივლინებო ხარჯები არ აუნაზღაურდებათ

© Sputnik / Olga Kiknavelidzeპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზვიად კვაჭანტირაძესა და ეკა ბესელიას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენება 2020 წლის 1 იანვრამდე შეუძლიათ.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დამოუკიდებელი დეპუტატების ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძის სამივლინებო ხარჯებს აღარ აანაზღაურებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საქართველოს დელეგაცია PACE-ს მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას>>>

კვაჭანტირაძე და ბესელია იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ბოლო პერიოდში აგორებული „სასამართლო სკანდალის" გამო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვეს. ამიერიდან კი დეპუტატებს სამუშაო ვიზიტების დაფინანსება საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. კვაჭანტირაძესა და ბესელიას საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენება 2020 წლის 1 იანვრამდე შეუძლიათ.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ვისგან აპირებს ეკა ბესელია საქართველოს დაცვას?

სამშაბათს საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის" შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანას. დელეგაციაში კვაჭანტირაძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ბესელიას კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე შეცვლის.

„სულმდაბალი ქცევაა ეს, როცა გგონია, რომ ამით სჯი ადამიანებს და რეალურად ქვეყანას აყენებ ზიანს. ვწუხვარ იმის გამოც, რომ ვუყურებ – როგორ ამბობენ უარს ადამიანები სამართლიან პოზიციაზე თანამდებობისა და მდგომარეობის გამო", – განაცხადა ბესელიამ.

არჩილ თალაკვაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაში ბესელიასა და კვაჭანტირაძის ადგილები უმრავლესობის დეპუტატებმა დაიკავეს, რამდენადაც იგი მმართველი პარტიის კვოტები იყო.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ შორის არანაირი პირადი შურისძიება არ არის. ასე რომ, ეს საკითხი მოხსნილია. ამაში არანაირი პოლიტიკური სენსაცია არ არის. რამდენადაც ეს კვოტები საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, შესაბამისად, მოხდა განახლება", – განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველო ნოემბერში ევროსაბჭოს პრეზიდენტი გახდება>>>

თალაკვაძის გარდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შედიან ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, დეპუტატები სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე და დავით ბაქრაძე. რაც შეეხება სათადარიგო შემადგენლობას, მასში შედიან დეპუტატები სოფიო კილაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

მიმდინარე წელს 20 წელი შესრულდა, რაც საქართველო ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრია.

წელს, ნოემბრიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდში საქართველო პირველად გახდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ქვეყანა.

 

ყველა ახალი ამბავი
0