ქართველი მაგისტრანტი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის გენერალური მდივანი გახდა

გამოწერა
ასოციაცია ევროპის 50 ათასზე მეტ იურისტ სტუდენტს აერთიანებს

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი ნანა გეგია ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) გენერალური მდივანი გახდა, ნათქვამია უნივერსიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ქართველი სტუდენტი გოგონა ერთი წლით გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინაციას ასოციაციის სათაო ოფისიდან გაუწევს. თსუ-ს განათლების გარდა, გოგონამ მიიღო განათლება ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი), სადაც სამართალს ეუფლებოდა. ის ასევე იყო ELSA-Georgia-ს გენერალური მდივანი და სხვა სტუდენტებს ეხმარებოდა მეტი ინფორმაცია მიიღონ ELSA-ს სამართლის საზაფხულო სკოლების (Summer Law Schools), განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობების შესახებ.

გიორგი კერატიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი სტუდენტი კემბრიჯის უნივერსიტეტში მოხვდა

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - ევროპის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტთა და ახალგაზრდა იურისტთა დამოუკიდებელი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1981 წლის 4 მაისს გერმანიის, ავსტრიის, უნგრეთის და პოლონეთის სტუდენტებმა დააარსეს. დღესდღეობით ის მოიცავს 44 ევროპულ სახელმწიფოს და აერთიანებს 50 000-ზე მეტ იურისტ სტუდენტს ევროპის მასშტაბით.

ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობა საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, ინფორმაცია მიღება სხვა სამართლებრივ სისტემებზე, სამართლებრივი აღზრდის ხელშეწყობა, კონტაქტების შექმნა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს შორის.

ყველა ახალი ამბავი
0