მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი გაიხსნა

© photo: Marneuli Municipality City Hall / FB საქართველოს აზერბაიჯანელების ინტეგრაციის ცენტრი
 საქართველოს აზერბაიჯანელების ინტეგრაციის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარნეულის ახალგაზრდები ცენტრში საგანმანათლებლო და სპორტულ წრეებზე სიარულს შეძლებენ

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

ინტეგრაციის ცენტრში იფუნქციონირებს სპორტული და საგანმანათლებლო წრეები. ახალგაზრდები უფასოდ შეისწავლიან ქართულ და ინგლისურ ენებს, საქართველოს და აზერბაიჯანის ისტორიას. ცენტრში ასევე ძიუდოს და აკრობატიკის სექციები გაიხსნება.

პროექტი ხორციელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით, რომლის თავმჯდომარე ფუად მურადოვი საქართველოს ესტუმრა. ცენტრის გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, პარლამენტის დეპუტატები, საქართველოში თურქეთის და აზერბაიჯანის ელჩები და სხვ.

პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
„ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ" – რაზე იმსჯელეს ზურაბიშვილმა და ალიევმა ბაქოში

აზერბაიჯანული მოსახლეობის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე არაერთხელ უსაუბრიათ საქართველოს ხელისუფლებაში. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო სტუმრობისას განაცხადა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელების უკეთესი ინტეგრაციისთვის ქართული ენის შესწავლას დიდი მნიშვნელობა გააჩნია.

ორი წლის წინ საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში პირველად გაიმართა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების და დირექტორების მასშტაბური გადამზადება. პროექტის ფარგლებში, გადამზადება გაიარა 2100-ზე მეტმა პედაგოგმა, რომლებიც მე-7 და მე-12 კლასებში ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკას, ინგლისურ ენასა და გეოგრაფიას ასწავლიან. გადამზადება გაიარა ასევე 213-მა დირექტორმა და ფასილიტატორმა, ანუ უფროსმა პედაგოგმა, რომლებიც მასწავლებლებს პროფესიულ ზრდაში ეხმარებიან.

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი - 86,8% ქართველები არიან. დანარჩენი ნაწილი მრავალეროვან საქართველოს წარმოადგენს. საქართველოში მცხოვრებ ერებს შორის ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენენ უახლესი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები - აზერბაიჯანელები (233 ათასი) და სომხები (168,1 ათასი).

ყველა ახალი ამბავი
0