ერევანში შეწყალებული პატიმარი ცემით მოკლეს

© photo: Sputnik / Asatur Esayantsპოლიცია და სასწრაფო დახმარება სომხეთში
პოლიცია და სასწრაფო დახმარება სომხეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, რისთვის გაუსწორდნენ ყოფილ პატიმარს. არ არის გამორიცხული, რომ ეს მის კრიმინალურ წარსულს უკავშირდება

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ერევანში ამნისტიით გათავისუფლებული ყოფილი პატიმარი ცემით მოკლეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

33 წლის მამაკაცს თავს დაესხნენ 30 მარტს, ის სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ოთხშაბათს გახდა ცნობილი, რომ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მამაკაცი გარდაიცვალა.

პოლიციის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების განზრახ მიყენება, რომელმაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“.

მამაკაცის ცემის ფაქტზე ეჭვმიტანილია სომხეთის ორი მოქალაქე. მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0