თბილისში სტას მიხაილოვი ჩამოვიდა

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკში"წლის შანსონი"
წლის შანსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, მომღერალი საქართველოში პუბლიკის წინაშე წარდგება.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. რუსული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავი, რუსეთის დამსახურებული არტისტი და სიმღერების ავტორი სტას მიხაილოვი თბილსს ეწვია.

ფოტო, რომელიც შავთელის ქუჩაზეა გადაღებული და სადაც თბილისის ისტორიული ნაწილია აღბეჭდილი, მომღერალმა Instagram-ზე დადო.

„ყველას მშვიდობიანი დღე! თბილისიდან მოგესალმებით!!!" – წერს მიხაილოვი.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Всем доброго дня!!! Привет из Тбилиси!!!! @inamikhaylova @zadorin_official @katya_zadorina @prof.arous

Публикация от Стас Михайлов (@stas_mihailoff)

სტას მიხაილოვი თბილისს მეუღლესთან ინა მიხაილოვასთან და მეგობრებთან ერთად ეწვია.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, რუსი მომღერალი საქართველოში ქართული პუბლიკის წინაშე გამოსვლას გეგმავს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Поём с братом...)✌🏻 #грузия #концерт #стасмихайлов #выходные #отдых #друзья

Публикация от Михаил Задорин (@zadorin_official)

სტას მიხაილოვი პრემია „წლის შანსონის" მრავალგზის ლაურეატია, ასევე არის „ოქროს გრამოფონისა" და ფესტივალ „წლის სიმღერის" პრემიის მფლობელი. მას Forbes-ის რეიტინგებში რუს ცნობად სახეებს შორის საპატიო ადგილი უკავია.

 

ყველა ახალი ამბავი
0