ქვეყანამ 2019 წლის დასაწყისიდან 32 ქვეყანაში 30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაგზავნა – 23,5%-ით მეტი 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით.
ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში გავიდა. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე არიან უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
ექსპორტირებულ ღვინოებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობენ „ქინძმარაული“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.