რა ღირს ჯარის გადავადება – დაკავებულია ქუთაისის მერიის თანამშრომელი

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი სპეციალისტი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე დაკავებულია გოჩა მ., რომელსაც ბრალად ედება თაღლითობა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაერწმუნებინა წვევამდელი, რომ 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ექვსი თვით გადავადებას.

საჯარო მოხელემ აიღო აღნიშნული თანხა, რა დროსაც იგი უწყების თანამშრომლებმა დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს და ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0