პატარა აუტისტების დიდი წარმატება

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი
საბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი - Sputnik საქართველო
დილა. მივდივარ მანქანით და გონებაში ვალაგებ ფრაზებს, რომელთა თქმაც მომიწევს... ვფიქრობ, თუ როგორ უნდა მოვიქცე, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს იმაზე, რასაც პირველად ვნახავ...

დილა. მივდივარ მანქანით და გონებაში ვალაგებ ფრაზებს, რომელთა თქმაც მომიწევს... ვფიქრობ, თუ როგორ უნდა მოვიქცე, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს იმაზე, რასაც პირველად ვნახავ.

თქვენ ალბათ ვერ ხვდებით, რა ხდება და სად მივდივარ. პირდაპირ გეტყვით, რომ ვაპირებ ბაღის მონახულებას.

— რა საჭიროა ამდენი ნერვიულობა და უმიზეზო დაძაბულობა? — მკითხავთ თქვენ და გიპასუხებთ, რომ მივდივარ სპეციალურ საბავშვო ბაღში, სადაც აუტიზმის რთული ფორმის მქონდე, არავერბალური და დაბალფუნქციური (რაც გულისხმობს საყოფაცხოვრებო და სოციალური უნარების არქონას) ბავშვები დადიან. 

ყველა კითხვა გაქრა?

ჩვენ ხომ ისეთ რამეზე, რაზეც წარმოდგენა არ გვაქვს, შიშისა და სტერეოტიპების მიხედვით ვრეაგირებთ.

ჩვენ ამაზე არ ვსაუბროთ და ყურადღებასაც არ ვაქცევთ. ხშირად ვაიძულებთ თავს, არც კი ვიფიქროთ. ღმერთმა არ ქნას, საკუთარ თავზე გამოვცადოთ ეს ბედი... სამჯერ დააკაკუნეთ ხეზე.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი
პატარა აუტისტების დიდი წარმატება - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი

ჩვენში გამუდმებით ცხოვრობს იმედი: „რატომ უნდა მოხდეს ეს მაინცდამაინც ჩემი შვილის შემთხვევაში?! რა თქმა უნდა, არ მოხდება! არა, ეს მე არ მეხება“.

...დანიშნულების ადგილზე მივედი. მანქანიდან გადმოვედი და სუფთა ჰაერი ვიგრძენი. ამ საბავშვო ბაღის პირველი პლუსი ისაა, რომ თბილისის ცენტრში არ მდებარეობს, სადაც ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობის გამო შეუძლებელია ნორმალურად ისუნთქო. აქ კი ბავშვები თბილისის ერთ-ერთ ეკოლოგიურად სუფთა რაიონში — ოქროყანაში იმყოფებიან. ბაღისთვის გამოყოფილია ცალკე შენობა, თავისი ხეხილიანი ბაღით.

ეს ბაღი ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტია. როგორც ამიხსნეს, ეს არის ექსპერიმენტული მოდელი, რომელმაც პრაქტიკულად უნდა დაამტკიცოს რეალური ფაქტი: ქცევითი თერაპია არ იქნება შედეგიანი რთული ბავშვების შემთხვევაში, თუ მათი სამედიცინო პრობლემები არ მოგვარდა, ხოლო ზოგ შემთხვევაში თერაპია კონტრპროდუქტიულიც კი არის.

ამას დაგიდასტურებენ რთული ბავშვების მშობლებიც, რომლებიც წლების განმავლობაში უშედეგოდ გადიან თერაპიას თბილისის ცენტრებში. თუ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდება და მისი ორგანიზმი ნორმალურად ფუნქციონირებას დაიწყებს, ნებისმიერი კორექციული და ქცევითი თერაპია, განსაკუთრებით, სწორი მიმართულებისა და ინტენსიური, იქნება მაღალეფექტური და შედეგიანი.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი
პატარა აუტისტების დიდი წარმატება - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი

საბავშვო ბაღის თითოეულმა აღსაზრდელმა გაიარა კვლევითი პროტოკოლი და მინიმუმ 4 თვეა, სამედიცინო პროტოკოლს გადიან ინტენსიური ქცევითი და სხვა თერაპიების ფონზე.

ბაღში შესვლისთანავე შევამჩნიე მაგიდასთან მჯდომი ოთხი პატარა — სამი ბიჭი და ერთი ქერათმიანი გოგონა, რომლებიც სათამაშოებით ერთობოდნენ.

— ძალიან კარგი, მაგრამ სად არიან აუტისტი ბავშვები? — გავიფიქრე...

და მომენტალურად ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: სწორედ ეს ბავშვები იყვნენ ჩემი კითხვის ობიექტები.

გულახდილად გეტყვით, სულ სხვა სურათის დანახვას ველოდებოდი. ჩემი მღელვარება მომენტალურად შეცვალა სიმშვიდემ.

ამ ოთხ საოცარ ბავშვთან მუდმივად მუშაობს 6 სპეციალისტი – 4 ფსიქოლოგი, ფიზიოთერაპევტი და მზარეულ-დიეტოლოგი. მათ მუშაობას კურირებენ პროექტის ხელმძღვანელი და ორი საერთაშორისო ექსპერტი – სუპერვაიზერები სამედიცინო განხრითა და ინდივიდუალური სწავლების მიმართულებით. ეს პროექტი ძალიან დიდ რესურსებს მოითხოვს – როგორც ფინანსურს, ისე პროფესიულს, სამაგიეროდ შედეგებმა გადააჭარბა მოლოდინს!

მოლოდინი სასიხარულო გახდა მშობლებისთვის, რომლებიც, ბაღის შინაგანაწესის მიხედვით, მოშორებით დგანან, რათა ბავშვებმა არ შეამჩნიონ მათი აქ ყოფნა. დავინახე ეს მშობლები, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ, და კიდევ ერთხელ გავოცდი, თან შემრცხვა, რომ ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა მსგავს სიტუაციაში და რომელიც ფიქრობდა, რომ აუტიზმი – ტრაგედიაა. მივხვდი, რომ აუტიზმი არ არის ტრაგედია, ტრაგედია მისი არცოდნაა!

პირველი პერიოდი სულ ცრემლები მადგებოდა

კარგია, რომ ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც მე ვარ, მშობლები მოყვებიან და აჩვენებენ საკუთარ მაგალითზე, რომ ეს არ არის ტრაგედია და აუტიზმთან ერთად ცხოვრება შესაძლებელია. ისინი გაგვიზიარებენ ისტორიებს, სანამ მათი შვილები სეირნობენ ბაღის ეზოში, სუფთა ჰაერზე.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი
პატარა აუტისტების დიდი წარმატება - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი

“ორ წლამდე ნიკუშა სავსებით ნორმალურად ვითარდებოდა, რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვამჩნევდით. რევაქცინაციის შემდეგ შევატყეთ, რომ სხვანაირად დაიწყო რეაგირება სათამაშოებზე, ჩვენზე, მისი მეტყველება შეიცვალა და ბავშვი გახდა მოწყენილი. იმ დროისთვის ჩვენ ვორონეჟში ვცხოვრობდით, ნიკუშაც იქ დაიბადა. რა თქმა უნდა, მომენტალურად დავიწყეთ სპეციალისტის ძებდა, ვცდილობდით გაგვეგო, რა ხდებოდა მის თავს“, – გვესაუბრება თეა კოლიაშვილი, 6 წლის ნიკუშას დედა. თავად ნიკუშა ახლა სხვა ბავშვებთან ერთად ბაღში თამაშობს.

თეა გვიყვება, რომ ნიკუშამ დაკარგა თვალით კონტაქტი, გაჩუმდა, ხოლო ის სპეციალისტები, რომლებთანაც მიდიოდნენ, მხოლოდ აწყნარებდნენ მათ და ვერ სთავაზობდნენ გამოსავალს. დედა გვიყვება ამის შესახებ და მძიმედ იწყებს სუნთქვას, მაგრამ პოულობს ძალებს, რომ გააგრძელოს საუბარი: „რა თქმა უნდა, როდესაც შევიტყვე დიაგნოზის შესახებ, ვიცოდი, რომ ბავშვი არ ჰგავდა სხვებს, მაგრამ მაინც ვარწმუნდები ჩემ თავს, რომ მსგავსი რამ ვერ დაემართებოდა ჩემ შვილს. პირველი პერიოდი მუდამ ცრემლები მადგებოდა თვალებზე, რადგან არაფერი ვიცოდით, არ გვქონდა საკმარისი ინფორმაცია, ვეძებდით სპეციალისტებს, დავდიოდით ლოგოპედთან, თერაპევტებთან და ა.შ.“

მისი თქმით, საზოგადოების რეაქციის არ ეშინოდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ადამიანების დამოკიდებულება არ იყო სწორი. „თავიდან იყო ცრემლები, მაგრამ შემდეგ მე დავიწყე ჩემი შვილის დაცვა, როდესაც მას არ უშვებდნენ სათამაშო მოედანზე...“ აქ თეას ემოციებმა სძლია და ცრემლებმა დაუსველა თვალები...

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი
პატარა აუტისტების დიდი წარმატება - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი

„ახლა გულს მიჩუყებს ჩვენი თითოეული მიღწევა. ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ, გადავედით მოსკოვში, მაგრამ შედეგები არ გვქონდა. ამ ბაღში მოსვლის შემდეგ ნიკუშა გახდა ბევრად დამოუკიდებელი, უფრო კომუნიკაბელური და გახსნილი. შეუძლია სწავლა, განვითარება, უყვარს ხატვა“, – სიხარულით გვიყვება ბედნიერი დედა.

ნიკუშას გაუჩნდა „ინტერესი“ საკვების მიმართ. თუ მანამდე ის მხოლოდ ფაფებსა და რძის პროდუქტებს, იშვიათად ხორცს ჭამდა, ახლა უკვე სხვა საკვებიც მოსწონს.

მას პრაქტიკულად არ ეძინა და არ ჭამდა

ჩვენ მივმართეთ ექიმს, როცა მივხვდით, რომ ლევანიკო საუბარს ძალიან აგვიანებდა. ოჯახის წევრებს ებადებოდათ კითხვები: „ესმის ჩვენი ლევანიკოს? სმენა აქვს? რატომ არ რეაგირებს?“ შემდეგ სპეციალისტმა გვითხრა, რომ ლევანიკოს აუტიზმი აქვს, მაგრამ საკმაოდ იოლ ფორმებში. დავიწყეთ მომენტალურად თერაპიები. ვაკეთებდით ყველაფერს, რაც აუცილებელი იყო, მაგრამ რეგრესი მაინც უფრო აშკარა ხდებოდა. იყო პერიოდები, როდესაც ვიწევდით წინ, მაგრამ გაცივდებოდა თუ არა, ყველა მიღწევა იკარგებოდა და ყველაფრის ახლიდან დაწყება გვიწევდა“, – იხსენებს ანა გვენცაძე.

ანა გვიყვება, რომ მას არ ასვენებდა ეს კავშირი – რატომ მოქმედებს თითოეული გაციება ასე ძლიერ ბავშვის ქცევაზე?! ლევანიკო კიდევ საკმაოდ ხშირად ავადმყოფობდა. ყველაფერ ამას ემატებოდა კვებითი პრობლემა.

„ლევანიკო პრაქტიკულად არაფერს ჭამდა, მაგრამ ამასთანავე წონაში საგრძნობლად იმატებდა. ყველა სპეციალისტი ერთხმად გვეუბნებოდა, რომ ძილის პრობლემები ახლავს აუტიზმს, კვებითი დარღვევაც აუტიზმის ბრალია და ამას არავითარი კავშირი არ აქვს მის განვითარებასთან. ხშირი თერაპიების მიუხედავად მან დაკარგა ბგერების წარმოთქმის უნარიც კი. ვეღარ ამბობდა „დედას“, „მამას“, – ამბობს ანა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი
პატარა აუტისტების დიდი წარმატება - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი

მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაიწყო ხელზე კბენა, აგრესიის გამოხატვა. ტუალეტის ჩვევა შეუძლებლად გვეჩვენებოდა.

„ყველაზე რთული იყო ის, რომ ბაღში ვერ ჩერდებოდა ძილის პრობლემების გამო. რადგან ღამე არ ეძინა და, შესაბამისად, დილით არ შეეძლო ყოფილიყო აქტიური. საბედნიეროდ მოვხვდით ალექსანდრა მაქსიმოვასთან (ალექსანდრა და ანდრეი მაქსიმოვები არიან ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი „მირაკულუმის“ დამფუძნებლები), რომელმაც დაგვინიშნა ანალიზები, რისი წყალობითად ნათელი გახდა, რომ ლევანიკოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა“, – გვეუბნება დედა.

სამაგიეროდ, ანა გვიყვება, რომ ამ ოთხი თვის მანძილზე ლევანიკოს დადებითი დინამიკა თვალსაჩინოა, ხოლო ორი წელი, რაც მუდმივ თერაპიებში გაატარეს უშედეგო აღმოჩნდა.

საბავშვო ბაღში სიარულის დაწყებიდან ორ კვირაში ლევანიკომ დაიწყო ღამე მშვიდად ძილი, ნორმალურად კვება, გახდა უფრო აქტიური და კონტაქტური.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი
პატარა აუტისტების დიდი წარმატება - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი

დიაგნოზის დასმამდე შემქონდა ეჭვი მის განვითარებაში

„დიაგნოზის შესახებ ჩვენ ცოტა გვიან, ოთხი წლის ასაკში შევიტყვეთ. ნიკიტა ნორმალურად ვითარდებოდა 2,5 წლამდე, ყოველ შემთხვევაში, ვერც ჩვენ და ვერც სპეციალისტები ვერ ვამჩნევდით რაიმეს. მას შემდეგ, რაც ნიკიტამ გადაიტანა სტომატიტი, დაიწყო მეტყველების ცვლილებები, თითქოს შეჩერდა მისი განვითარება“, – გვიყვება იოლანტა სემენოვა, რომლის შვილიც დადის სკოლაში, უფრო სწორად რესურს-კლასში, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის შეიქმნა 98-ე საჯარო სკოლაში (მაქსიმოვების კიდევ ერთი პროექტი, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, რომელიც ასევე იწყება სამედიცინო ბლოკით). იოლანტამ როგორც კი შეიტყო, რომ ჟურნალისტები აპირებდნენ საბავშვო ბაღში სტუმრობას, გადაწყვიტა თავადაც მოსულიყო, გაეზიარებინა თავისი ბრძოლისა და შედეგების მიღწევის გამოცდილება. 

„მე ეჭვები მქონდა, რომ რაღაც მის განვითარებაში არ იყო რიგზე, მაგრამ ამის მოსმენა ექიმისგან მინდოდა, რომ დამეჯერებინა“, – გვიყვება იოლანტა.

ნიკიტას დაუსვეს დიაგნოზი „აუტიზმის სპექტრი“. გამოსავლის ძებნის იმედითა და სხვადასხვა სპეციალისტებთან სიარულის შემდეგ შეხვდა ანდრეი მაქსიმოვს, რომლის წყალობითად შეიტყო რესურს-კლასის შესახებ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი
პატარა აუტისტების დიდი წარმატება - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის“ საერთო პროექტი

მისი თქმით, ცვლილების ლოდინი დიდხანს არ მოუწიათ, ზუსტად ერთი თვის შემდეგ ნიკიტამ დაიწყო სკოლაში დარჩენა, მანამდე დედაზე ძალიან იყო მიჯაჭვული, მის გარეშე 15 წუთიც კი ვერ ჩერდებოდა და ვერ კონტაქტობდა ჩვეულებრივ ბავშვებთან...

ჩვეულებრივ ბავშვებთან... ისევ სტერეოტიპული დამოკიდებულება. რას ნიშნავს ჩვეულებრივი? ასე თქმა ხომ არასწორია. პრობლემა ხომ ბავშვებში არაა, არამედ ჩვენშია, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს. ეს ჩვენ ვიგონებთ იარლიყებს: აუტიზმი – ტრაგედია, დაუნის სინდრომი – უარესი და ა.შ. მაგრამ ეს ხომ ასე არაა. ეს რთულია, დიახ, მაგრამ, ამით ხომ ცხოვრობენ? ჩვენც ხომ ვცხოვრობთ? რა საჭიროა ეს იარლიყები? საზოგადოებას გაუჭირდება, სანამ არ გათავისუფლდება და არ მიიღებს ადამიანებს ისეთებს, როგორებიც ისინი სინამდვილეში არიან. ადამიანი არ შეიძლება იყოს განსხვავებული მხოლოდ იმიტომ, რომ არ ჯდება წარმოდგენილ ჩარჩოებში. ვიღაცისთვის არაა ნორმალური გვიანი განვითარება, ხოლო უგულობა, საზოგადოებრივ ადგილში თითით მითითება, განსჯა და აუტანლობა – ადვილი საქმეა...

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური