თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ. მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი).
უწყების ცნობით, აკრძალვები ძლიერი ქარის, ნამქერებისა და შეზღუდული ხილვადობის გამოა დაწესებული.