სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

© photo: Sputnik / FSS RF / გადასვლა მედიაბანკშიკალაშნიკოვის ავტომატი
კალაშნიკოვის ავტომატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თბილისი, 2 აპრილი -  Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამეგრელოში 52 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე  და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0