ევროპის სურსათის სააგენტომ (EFA) ხინკალზე ლიცენზია შეისყიდა

© photo: SputnikХинкали
Хинкали - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესტორნები, რომლებიც ხინკალს თბილისში მოამზადებენ, დაჯარიმდებიან 2500 ლარით.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ევროპის სურსათის სააგენტომ (European Food Authority) საქართველოსგან ხინკლის დამზადების საავტორო უფლება შეისყიდა.

შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის საზეიმო ღონისძიება რესპუბლიკის მოედანზე დღეს, 20:00 საათზე გაიმართება. 

ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ხინკალი საქართველოში მხოლოდ სოფლებში მომზადდება. ასევე, ევროკავშირის ქვეყნები თითოეულ მომზადებულ ხინკალში საქართველოს მთავრობას 1 ევროცენტს გადაუხდიან.

ხინკალი - Sputnik საქართველო
Euronews-ი: ქართული ხინკალი როგორც ხელოვნების ნიმუში

რესტორნები, რომლებიც შეთანხმებას დაარღვევენ და ხინკალს თბილისის ტერიტორიაზე მოამზადებენ, დაჯარიმდებიან 2500 ლარით.

ევროპის 28 დემოკრატიულმა სახელმწიფომ ერთხმად აღიარა, რომ ქართული ტრადიციული კერძის მომზადების რეცეპტს უცვლელად დატოვებენ: 700 გრამი საქონლის ხორცი, 300 გრამი ღორის ცხიმიანი ხორცი, 1 ცალი ნედლი მწვანე წიწაკა, 4 ცალი საშუალო ზომის ხახვი, 1 კონა ნედლი ქინძი, 1,2 კგ ფქვილი.

ახლო მომავალში დაგეგმილია საქართველოდან ხინკლის კუჭების ექსპორტიც, რომელიც, ხელშეკრულების თანახმად, მომავალი წლის 1 აპრილს დაიწყება!

P.S. იმედია მიხვდით, რომ მასალა საპირველაპრილო ხუმრობაა!

ყველა ახალი ამბავი
0