თბილისი კინოაგენტების ევროპულ ტრენინგს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიკინოფილმის გადაღების დროს
კინოფილმის გადაღების დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოს სფეროს უცხოელი ექსპერტები ქართველი კინოაგენტებისთვის ტრენინგებს ატარებენ.

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. თბილისში კინოაგენტების პოლონური სკოლის (SOFA – School of Film Agents) ტრენინგები ტარდება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კინოაგენტების სკოლის SOFA-ს მეორე, დასკვნითი ვორქშოპი სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გაიმართება და მას საერთაშორისო კინო- და ბიზნეს-ექსპერტები გაუძღვებიან. პროგრამა 1 აპრილიდან 6  აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

კინოფირი - Sputnik საქართველო
ქართველმა რეჟისორმა ეგვიპტეში ქალთა კინოს ფესტივალზე გაიმარჯვა

კინოაგენტების სკოლა SOFA 2013 წლიდან არსებობს. იგი ფუნქციონირებს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში და თანამშრომლობს კინოს სფეროს ევროპის წამყვან სპეციალისტებთან და პროექტებთან. სკოლის საქმიანობა ეფუძნება კულტურული განათლების კუთხით გამოცდილების აქტიურ მიმოცვლას, კინემატოგრაფიის სახელმწიფო და კერძო დაფინანსების შესაძლებლობების შესწავლას.

„SOFA-ს ტრენინგში მონაწილეობას იღებენ საკონკურსო საფუძველზე შერჩეული მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან (ლიტვა, პოლონეთი, უნგრეთი, ისრაელი, უკრაინა და საქართველო). ისინი 2018 წლის აგვისტოდან ავითარებენ მათ ბიზნეს-პროექტებს. პროექტის ხელმძღვანელია ბერლინალეს კინოფესტივალის დელეგატი და საქართველოს ტერიტორიის კურატორი ნიკოლაი ნიკიტინი“, – აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

უწყების ცნობით, მონაწილეებისთვის განკუთვნილი პროგრამის გარდა კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ორი საჯარო ღონისძიება: აუდიოვიზუალურ სფეროში ლიდერი ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია ARRI MEDIA-ს პრეზენტაცია და ევროკავშირის სააგენტოს EACEA პრომოუშენის, ტრენინგისა და ფესტივალების სექტორის ხელმძღვანელის სუნ-მი პეტენის პროგრამული პრეზენტაცია.

ქართული კერძები - Sputnik საქართველო
ჰოლივუდელი რეჟისორები ქართულ გასტრონომიულ ტრადიციებზე ფილმს იღებენ

SOFA წარმოადგენს პროფესიული ვორქშოპების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა და ძლიერი პროფესიული პოტენციალის მქონე კინოაგენტების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

კინოაგენტად განსაზღვრულია ყველა ის პროფესია, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში კინოწარმოებასთან — კინოდისტრიბუტორები, საფესტივალო მენეჯერები, გაყიდვების აგენტები, დამოუკიდებელი აღმასრულებელი პროდიუსერები, არქივის სპეციალისტები, კინოინოვაციების მენეჯერები და სხვ.

პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია „ფილმპლუსი" (გერმანია), დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი და „თეიქს ფილმი" (საქართველო).

პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ევროკავშირის პროგრამა — „შემოქმედებითი ევროპის" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0