https://sputnik-georgia.com/20190401/A-30-year-old-man-was-arrested-for-attempting-murder-in-Khelvachauri-244824865.html
ხელვაჩაურში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს
ხელვაჩაურში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ბრალდებულმა 28 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა. 01.04.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-04-01T18:58+0400
2019-04-01T18:58+0400
2021-10-19T16:54+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები, საქართველო
კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები, საქართველო
ხელვაჩაურში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს
18:58 01.04.2019 (განახლებულია: 16:54 19.10.2021) წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ბრალდებულმა 28 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა.
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 30 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში მოხდა. დაჭრილი, სავარაუდოდ, მეზღვაურია.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ბრალდებულმა 28 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა.
მამაკაცი წერტილოვანი მრავლობითი ჭრილობებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.