ტრაგედია ვაკეში: მშენებლობაზე ერთი მუშა დაიღუპა, მეორეს ეძებენ

© Sputnik / Shota Nozadzeტრაგედიის ადგილი ჭავჭავაძის ქუჩაზე
ტრაგედიის ადგილი ჭავჭავაძის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა დღეს საღამოს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა.

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობაზე ორი მუშა მიწის ქვეშ მოყვა - ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორეს, 40 წლის მამაკაცს, ამ დრომდე ეძებენ, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული მამაკაცია.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა დღეს საღამოს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა.

ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ცოცხალი ძალის გარდა, სამძებრო სამუშაობისას იყენებენ გეორადარს, რომლის საშუალებით მიწისქვეშ ადამიანის ადგილმდებარეობის დადგენას შეძლებენ.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, ჭავჭავაძის 5 ნომერში, ყოფილი „ლეჩკომბინატის“ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ტრანსმშენი“ ახორციელებს, დამკვეთი არის კომპანია „ლეჩკომბინატი 1“.

ყველა ახალი ამბავი
0