მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლუვრის ფილიალიდან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი დაიკარგა

© photo: Sputnik / Sergey Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიაბუ-დაბი
აბუ-დაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ლუვრის ფილიალის თანამშრომლებმა აბუ-დაბიში (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) არ იციან, სად არის ლეონარდო და ვინჩის ნახატი „სამყაროს მხსნელი“ (Salvator Mundi), რომლის პრეზენტაცია მუზეუმის ფილიალმა რამდენიმე დღის წინ განუსაზღვრელი ვადით გადაწია, იუწყება РИА Новости გაზეთ New York Times-ზე დაყრდნობით.

მანამდე გამოცხადდა, რომ აუქციონზე 450 მილიონ დოლარად გაყიდვის შემდეგ ნახატი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში გახდა.

სამეფო გვირგვინი - Sputnik საქართველო
ეროვნული საგანძურის ძარცვა: ტაძრიდან XVII საუკუნის სამეფო რეგალიები მოიპარეს

გამოცემა წერს, რომ 2018 წლის სექტემბერში ლუვრის ფილიალმა აბუ-დაბიში „ყოველგვარი მიზეზის განმარტების გარეშე“ ნახატის დაგეგმილი ჩვენება გააუქმა. აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი შეკითხვებზე არ პასუხობს, ხოლო ლუვრის ფილიალის თანამშრომლები კონფიდენციალურ საუბრებში აცხადებენ, რომ მათ „ტილოს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ“.

ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ „სამყაროს მხსნელის“ ადგილმდებარეობა ვერც პარიზის ლუვრმა ვერ დაადგინა. საფრანგეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ნახატი მოიძებნება და მის ჩართვას გეგმავენ ექსპოზიციაში, რომელიც ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი „სამყაროს მხსნელი“ დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა. New York Times-ის ინფორმაციით, ნახატი აუქციონზე 2017 წელს 450 მილიონ დოლარად შეიძინა საუდის პრინცმა ბადრ ბენ აბდულა ბენ მუჰამედ ბენ ფარჰან ალ საუდმა.

2017 წელს გახსნილი „აბუ-დაბის ლუვრი“ ერთადერთი მუზეუმია საფრანგეთის ფარგლებს გარეთ, რომელსაც ლუვრის ორიგინალური ბრენდის გამოყენების უფლება გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0