თბილისი, 31 მარტი - Sputnik. რუსმა ძიუდოისტმა კაზბეკ ზანკიშიევმა თბილისის გრან-პრიზე რუსეთს მამაკაცებს შორის პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ას კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში ზანკიშიევმა ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინის სძლია. გადამწყვეტი შერკინების დროს ძიუდოისტები პასიურობის გამო გაფრთხილებებს იღებდნენ. ბრაზილიელს მეტი გაფრთხილება ჰქონდა და გამარჯვებულად რუსი სპორტსმენი აღიარეს.
თბილისის გრან-პრი ძიუდოში: საქართველომ კიდევ ორი მედალი მოიპოვა >>
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა უზბეკი მუჰამადჰარიმ ჰურამოვი, რომელმაც იტალიელ ჯულიანო ლოპორკიოს აჯობა.
მეორე ბრინჯაოს მედალი ჰოლანდიელმა მიკაელ კორელმა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ვაჟთა ნაკრებისათვის ეს მედალი ტურნირზე მეორე გახდა. ადრე დენის იარცევი (-73 კგ) თბილისის გრან-პრის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.