თბილისი, 31 მარტი - Sputnik. სვანეთში, მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, პოლონეთის მოქალაქე დაუღუპა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
45 წლის მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.
გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.