სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი ქურდობისა და ძარცვის რვა ფაქტი გახსნეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის განყოფილება თბილისში
პოლიციის განყოფილება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაულები ავჭალაში, თემქის დასახლებაში, გლდანულაში, გლდანში, მუხიანში მოხდა.

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი ქურდობისა და ძარცვის რვა ფაქტი გახსნეს, ნათქვამია უწყებს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაულები ავჭალაში, თემქის დასახლებაში, გლდანულაში, გლდანში, მუხიანში მოხდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში დანაშაული კვლავ იზრდება - გამოქვეყნდა შსს-ს სტატისტიკა

პოლიციამ 51 წლის მამაკაცი ე.წ. „მუხიანის დაჩების“ დასახლებაში, მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავა. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. დამნაშავეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა გლდანში, სანზონასა და გლდანულის დასახლებაში მდებარე მაღაზიებიდან ფულის, სეიფის, სამშენებლო აპარატურისა და სიგარეტების ქურდობის ხუთი ფაქტი გახსნეს. დაკავებულია ოთხი პირი. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები მათი საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

ასევე, სამართალდამცველებმა მუხიანსა და თემქის დასახლებაში მომხდარი ძარცვის ორი ფაქტიც გახსნეს. პოლიციამ ძარცვაში ბრალდებული ერთ პირი სამტრედიაში იმ დროს დააკავა, როდესაც ის საქართველოდან გამგზავრების მიზნით, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიემართებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 21 მარტს ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია გატაცებული მობილური ტელეფონი. ბრალდებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე, სამართალდამცველებმა გლდანში უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის და მობილური ტელეფონის გატაცების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს არასრულწლოვანი, წარსულში ქურდობის ბრალდებისგან განრიდებული, 17 წლის დამნაშავე. პოლიციამ ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო. ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0