თბილისი, 31 მარტი - Sputnik. თბილისის გრან-პრის მესამე საშეჯიბრო დღე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედლით დაიწყეს.
წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) დაიკავა მესამე ადგილი, გიორგი პაპუნაშვილი ფინალში კუბელ ივან მორალესთან დამარცხდა კი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა, ხოლო დამატებით დროში პაპუნაშვილს უბრალოდ ძალები არ ეყო. მორალესი უფრო მხნედ გამოიყურებოდა და ვაზარიმ მას ოქროს მედალი მოუტანა.
თბილისის გრან-პრის კიდევ ერთი ბრინჯაოს პრიზიორი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მონღოლი ალტანბაგანა განტულგა (Altanbagana Gantulga) გახდა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან-პრიზე უკვე რვა მედალი დააგროვა: ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო.
ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ძიუდოისტებს +100 კგ წონით კატეგორიაში კიდევ ორი მედლის მიღების შანსი აქვთ.