საქართველომ თბილისის გრან-პრიზე ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა

© Sputnik / STRINGER თბილისის გრან-პრის ფინალი. მამაკაცები
თბილისის გრან-პრის ფინალი. მამაკაცები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ათი მედალი მოიპოვა

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლევან მატიაშვილმა თბილისის გრან-პრიზე დასკვნით ბრძოლაში საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

მძიმე წონის ფინალში (+100 კგ) მატიაშვილმა ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკს ვაზარით დამატებით დროში მოუგო.

© Sputnik / STRINGERთბილისის გრან-პრის ფინალი. ლევან მატიაშვილი
საქართველომ თბილისის გრან-პრიზე ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა - Sputnik საქართველო
თბილისის გრან-პრის ფინალი. ლევან მატიაშვილი

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ონისე ბუღაძემ, რომელიც მესამე ადგილისთვის გელა ზაალიშვილს დაუპირისპირდა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა მამაკაცებს შორის ზედიზედ მესამედ საერთო გუნდური ჩათვლა მოიგო. ჩვენი ძიუდოისტების ანგარიშზე 10 მედალია: ორ-ორი ოქრო და ვერცხლი და ექვსი ბრინჯაოს მედალი.

© Sputnik / STRINGERთბილისის გრან-პრის ფინალი. ონისე ბუღაძე
საქართველომ თბილისის გრან-პრიზე ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა - Sputnik საქართველო
თბილისის გრან-პრის ფინალი. ონისე ბუღაძე

თბილისის გრან-პრის საქართველოს ნაკრების გამარჯვებულები და პრიზიორები:

ოქრო:

ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ)

ლევან მატიაშვილი (+100 კგ)

ვერცხლი:

გიორგი თუთაშვილი (-66 კგ)

გიორგი პაპუნაშვილი (-90 კგ)

ბრინჯაო:

ჯაბა პაპინაშვილი (-60 კგ)

ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ)

ვალერი იაშვილი (-73 კგ)

ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ)

ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ)

ონისე ბუღაძე (+100 კგ)

ყველა ახალი ამბავი
0