თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ხელვაჩაურში 26 წლის კაცი სავარაუდოდ სანადირო თოფით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა გუშინ, სოფელ ახალშენში მოხდა. დაჭრილი სავარაუდოდ მეზღვაურია.
გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ პირს შორის მოხდა.
მამაკაცი წერტილოვანი მრავლობითი ჭრილობებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.