უკრაინის მოქალაქეები თბილისში ხმის მიცემას შეძლებენ

© Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიმზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკრაინაში
მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკრაინაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნება

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მიცემას თბილისში, უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე შეძლებენ, ნათქვამია დიპლომატიური მისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საარჩევნო კომისია, რომლის თავმჯდომარე არის ვლადიმირ ნაზარენკო, უკვე დაკომპლექტებულია.

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები 2019: კანდიდატების რეიტინგი, არჩევნების თარიღი >>

თბილისში ხმის მიცემას შეძლებენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში - ასტრახანის, ვოლგოგრადის, სტავროპოლის, კრასნოდარის, ადიღეს რესპუბლიკაში, დაღესტანში, ინგუშეთში, ჩეჩნეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყალმუხეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში და ჩრდილოეთ ოსეთში.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას გაიმართება. სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე 39 კანდიდატი იბრძვის. სოციოლოგიური კვლევების მონაცემებით, საპრეზიდენტო რბოლაში ლიდერობს შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი - მისმა რეიტინგმა 30%-ს გადააჭარბა.

გამოკითხულთა 17% მზად არის, მხარი უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დაუჭიროს. „ბატკივშჩინას“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს ემხრობა 12,5%. პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ლიდერის იური ბოიკოს რეიტინგი დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

სოციოლოგები ვარაუდობენ, რომ მომავალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა.

ყველა ახალი ამბავი
0