თბილისში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგ ორი აქცია გაიმართა

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ თბილისის ხელისუფლება და მერი ამ კორპუსის მშენებლობას არ დაუშვებს.

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. თბილისში, მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია ჰესებთან დაკავშირებით - Sputnik საქართველო
მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობამ ჰესების მშენებლობა თბილისში გააპროტესტა

ადგილობრივების განცხადებით, კორპუსის აშენების შემთხვევაში ქუჩაზე ცხოვრება შეუძლებელი გახდება. მათი თქმით, ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს, რომელსაც მერიაში შეიტანენ.

აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ თბილისის ხელისუფლება და მერი ამ კორპუსის მშენებლობას არ დაუშვებს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში მიმდინარეობს წარმოება აღნიშნულ პროექტზე, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

საპროტესტო აქცია გაიმართა პარკ „მზიურის“ ტერიტორიაზეც, სადაც „დაიცავი მზიურის” წევრები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეები მაჟორიტარ, ბიძინა გეგიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა გაეცნოთ ის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც აპროტესტებდნენ „მზიურის“ პარკთან მშენებლობას.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
„არა ქიმიურ ტერმინალს ბათუმის პორტში“ - საპროტესტო აქცია ბათუმში

აქციას იმ მოსახლეობის კონტრაქცია მოყვა, რომელიც ამ დრომდე ელოდება ბინებს აღნიშნულ მშენებარე კორპუსში.

აქციაზე იმყოფებოდა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მშენებლობას 2017 წლიდან ახორციელებს. მისი თქმით, ეს ტერიტორია 2016 წელს შეიძინა, ხოლო ნებართვა აიღო 2017 წელს. დეპუტატი ბიძინა გეგიძე შეხვდა ორივე დაპირისპირებულ მხარეს და მოისმინა მათი არგუმენტები. მაჟორიტარის განცხადებით, ის გაერკვევა საკითხში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსახლე დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართით, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს რეკრეაციული ზონის ხარჯზე.

ყველა ახალი ამბავი
0