შეზღუდვები ვახუშტის ხიდზე: ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აიკრძალება

© Sputnik / Vladimir Umikashviliვახუშტის ხიდი
ვახუშტის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 31 მარტს ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
როდის დასრულდება ორბელიანის მოედნის რესტავრაცია – კალაძემ თარიღი დაასახელა

გავრცელებული ინფორმაციით, ხიდზე მოძრაობა კვირას, დილის 09:30-დან 10:30 საათამდე შეიზღუდება.

„დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0