უბედური შემთხვევა ჭიათურაში: საბაგიროს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დაიღუპა

გამოწერა
ახალგაზრდა სავადმყფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. ჭიათურაში საბაგიროს მშენებლობაზე მუშამ ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს, თხელიძის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში ჭიათურის „ჯეო ჰოსპიტალში ” გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0