მეფარიშვილი: ჩვენ ვიყენებთ აღზრდის ისეთ მეთოდებს, რაც რეალურად ძალადობაა

გამოწერა
ფსიქოლოგი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი საუბრობს ძალადობის მსხვერპლსა და მოძალადეზე.
მეფარიშვილი: ჩვენ ვიყენებთ აღზრდის ისეთ მეთოდებს, რომელიც რეალურად ძალადობაა

„ძალადობა საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა და ადამიანები ერთმანეთზე ძალადობდნენ. რა თქმა უნდა, კავშირი არის მოძალადესა და ძალადობაგადატანილ ადამიანს შორის. ადამიანი დაბადებიდან მოძალადედ, ცხადია, რომ ვერ ჩამოყალიბდება და მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გარემო ფაქტორები. ქცევები, რომლებიც ღრუბელივით შეიწოვება სხვა ადამიანებისგან – ეს არის აგრესიული ქცევა. გვეყოლება თუ არა საბოლოო ჯამში მოძალადე, უკავშირდება ბავშვის განვითარებასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. პირველი სოციუმი, რომელსაც ბავშვი ეხება გახლავთ ოჯახი“, – აღნიშნა ნატა მეფარიშვილმა.

ფსიქოლოგის განმარტებით, პრობლემის მოგვარებას სჭირდება უწყვეტი განათლება და თაობებთან მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0