მამუკა ბახტაძე: პლატფორმა აქტიურად ლობირებს პარტნიორობის მიზნების შესრულებას
„ეს კონფერენცია ხელს უწყობს დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში. როგორც მთავრობის მეთაურმა, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო მთავრობის მზადყოფნა, იყოს ამ დიალოგის აქტიური მონაწილე. განსაკუთრებით ვაფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენი არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის ნაწილიცაა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, კონფერენცია ხელს უწყობს დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში.