ღვთაებრივი სილამაზე: ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართა

© photo: Batumi Botanical Garden / FBკამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
კამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იაპონური კამელიების 78 ჯიში და ბოტანიკურ ბაღში ახლად მიღებული კამელიას 30-მდე ჰიბრიდული ფორმა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik.  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა, ინფორმაციას ბათუმის ბოტანიუკური ბაღი ავრცელებს.

კამელიების რიგით მეხუთე გამოფენა 27 მარტს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არსებულ საუკუნოვან იაპონურ ბაღში გაიხსნა.

© photo: Batumi Botanical Garden / FBკამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
ღვთაებრივი სილამაზე: ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართა - Sputnik საქართველო
კამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბაღში მისულ სტუმრებს იაპონური კამელიების 78 ჯიშის და ბოტანიკურ ბაღში ახლად მიღებული 30-მდე ჰიბრიდული ფორმის ნახვის საშუალება ჰქონდათ. კამელიების გამოფენას იაპონელი გეიშების ცეკვაც მიეძღვნა.

ბოტანიკურ ბაღში კამელიების სელექციაზე სპეციალისტები, წლების მანძილზე მუშაობდნენ. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, როგორც კამელიების უძველესი და მრავალფეროვანი კოლექციების მფლობელი, 2016 წლიდან კამელიების საერთაშორისო ორგანიზაციაშია გაწევრიანებული.

© photo: Batumi Botanical Garden / FBკამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
ღვთაებრივი სილამაზე: ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართა - Sputnik საქართველო
კამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

 

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იაპონურის გარდა, მთის, ზეთის და ბადისებური კამელიების ნახვის შესაძლებლობაც იყო. ყველა ეს სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

კამელიების ცალკეული სახეობა ყვავილობას სექტემბერში იწყებს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი 2016 წლიდან კამელიების საერთაშორისო ორგანიზაციაშია გაწევრიანებული.

© photo: Batumi Botanical Garden / FBკამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
ღვთაებრივი სილამაზე: ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართა - Sputnik საქართველო
კამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

კამელია — მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი ჩაისებრთა ოჯახისაა. მისი 80-ზე მეტი სახეობა აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. იაპონური კამელია და მისი ჰიბრიდული ფორმები მოჰყავთ ოთახებსა და ორანჟერეებში. 

კამელიების მოშენების კულტურა იაპონიაში საუკუნეებს ითვლის. მთელი ისტორიის განმავლობაში კამელიები კულტურულ და ღვთაებრივ სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მაგალითად, კამელია ცუბაკი მზის ქალღმერთ ამატერასუს ერთ-ერთი სიმბოლოა, ხოლო ქრისტიანობის აკრძალვის პერიოდში იაპონიაში იგივე ყვავილი იქცა იესო ქრისტეს სიმბოლოდ კათოლიკე იაპონელებისთვის, რომლებსაც ჯვრის ტარება აეკრძალათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0