თელავში ახალგაზრდა გოგონამ დედა ცივი იარაღით დაჭრა

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოს შესასვლელში
სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოს შესასვლელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედის დაჭრაში ბრალდებული გოგონა დაკავებულია.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თელავში ახალგაზრდა გოგომ დედა მარცხენა მხარის არეში ცივი იარაღით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ოჯახური ძალადობა: გარდაბნის რაიონში შვილმა დედა დაჭრა

შუახნის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დაშავებულს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დედის დაჭრაში ბრალდებული გოგონა დაკავებულია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0